|
2018-06-27 15:02:32, 550 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეები წამლობა ჩაატარა
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეების მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა. წამლობა უკვე ჩაუტარდა ვაკის პარკში, 9 აპრილის პარკში, რიყის პარკში, გოძიაშვილის სახელობის ბაღში, დიღმის ტყე-პარკში, ბარათაშვილის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე, პაიჭაძის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ლისის ტბის მიმდებარე კვაჭაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე, კუს ტბის ასასვლელში და ტბის გარშემო ტერიტორიაზე, ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე არსებულ ხე-მცენარეებს. სულ შეიწამლა 95,5 ჰექტარზე, 18 413 ძირი, სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე. გარდა ამისა, 10 ივლისამდე განხორციელდება ხე-მცენარეების წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გოძიაშვილის სახელობის ბაღში, მზიურის პარკში, ვაკის პარკში, ბოტანიკური ბაღში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში და 9 აპრილის ბაღში. აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების საჭიროება განაპირობა თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარული კვლევამ, რომლის შედეგადაც ხე-მცენარეებს დაავადებები გამოუვლინდათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)