13:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 14:44:09, 583 ნახვა

საზოგადოება
სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმუშავებს

ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, დღეიდან სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა დაიწყება.

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში, სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და, საჭიროების შემთხვევაში, ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიურად 10:00 საათიდან 22:00 საათამდე გაუწევს.

სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ასევე განთავსდება მახინჯაურისა და ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც. ამ დროისთვის ქალაქს სულ 16 ბრიგადა ემსახურება. აღნიშნული მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება. დღეს, დამატებითი ბრიგადების მუშაობას ადგილზე გაეცნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics