|
2018-06-27 11:46:49, 605 ნახვა
საზოგადოება
აგარაში ავტოავარიას თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილები და დაშავებულები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი უმცროსი სერჟანტია. ასევე დაშავებულია კიდევ ერთი უმცროსი სერჟანტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გორის საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თურქული სანომრე ნიშნით მოძრავი ტრაილერი და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)