|
2018-06-26 11:30:42, 649 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, დამატებით რეისებს ნიშნავს
მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. „27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის 10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)