|
2018-06-25 20:43:44, 763 ნახვა
საზოგადოება
შსს: გორის გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე, 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00-დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი)ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. უწყების ცნობით, ავტომობილთა ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ასევე, 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00–დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება და ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)