|
2018-06-25 16:26:34, 655 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის მერიაში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას მერიის გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გენდერული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად თბილისის მერიაში 2018 წელს განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები განიხილეს. თბილისის მერია გენდერის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს, რომლებთანაც ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, გენდერული მეინსტრიმინგის, გენდერული ბიუჯეტირების, საინფორმაციო, თბილისის მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებისა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, სასწავლო ტრენინგები დაიგეგმა. გენდერული პოლიტიკის განხორციელების პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა რაიონის გამგეობა და საქალაქო სამსახური აქტიურადაა ჩართული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)