|
2018-06-25 16:17:12, 716 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩერქეზიშვილი: გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომების აღიარება მოხდება
„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, განსაკუთრებით მეზღვაურთა დიპლომების აღიარების და მათი დასაქმების კუთხით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება გერმანიასთან ტანამშრომლობს, რათა ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდეს. "სულ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ თანხმობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროდან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაიწყებს მუშაობას გერმანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოსამზადებლად, რათა გერმანიის შესაბამისი უწყებების მიერ მოხდეს ქართული დიპლომების აღიარება", - განაცხადა ჩერქეზიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ დარგში, რათა ქართველმა მეზღვაურებმა გერმანულ კომპანიებსა და გერმანიის დროში ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების შესაძლებლობა მიიღონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)