12:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 14:47:43, 718 ნახვა

საზოგადოება
წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 19 პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

წეროვანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ექსპრესნიუსს"  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, 2 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა და მათ ოპერაცია უტარდებათ.

პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

11 დაშავებული მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო 8 პაციენტი "ჯეოჰოსპიტალში" აგრძელებს მკურნალობას.

შეგახსენებთ, წეროვანშიუ ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics