|
2018-06-25 13:14:24, 626 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდში 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით ნაწილდება. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცემათ. კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია ესწრებიან. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში კიდევ 9 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებმა ოჯახებმა ბინები ახალაშენებულ კორპუსებში მიიღეს. ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)