13:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 16:24:42, 677 ნახვა

რეგიონი
ზაფხული იწყება კინტრიშის ხეობიდან

კინტრიშის ხეობა აჭარაში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ქობულეთის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა სწორედ კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა. ღონისძიებას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კინტრიშის ხეობას სტუმრობდა ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და უცხოელი ტურისტები.

ცხემვანის ვიზიტორთა ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივი კულინარიული და ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მუსიკალური პერფორმანსები ეთნო ჯაზ-ბენდ „სტუმრების" მონაწილეობით და ტურისტებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობა.  კინტრიშიც ხეობა გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნების მრავალფეროვნებითა და სილამაზით, არამედ ისეთი კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და უძველესი ღვინის ქვევრები.

ზურაბ პატარაძის თქმით, კინტრიშის ხეობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის მიმართულებით. „მნიშვნელოვანია, მსგავსი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. ქობულეთი მართლაც უნიკალურ საკურორტო ზონას წარმოადგენს, სადაც ზღვა და მთა ერთნაირად მიმზიდველია და დასვენებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics