11:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 18:08:56, 1420 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირებას სთავაზობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს პროფესიული მიმართულებების პრაქტიკული უნარ-ჩვევები სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში ზაფხულის პერიოდში სტაჟირების გავლით შეიძინონ.

ყველა იმ სტუდენტს და კურსდამთავრებულს, რომელიც ფიქრობს, რომ  საკუთარი საქმიანობა აგრარულ დარგს და გარემოს დაცვის მიმართულებებს დაუკავშიროს, სამინისტრო დაეხმარება დამატებითი ცოდნა მიიღოს და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შეიძინოს.  

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი cv და სამოტივაციო წერილი (100-150 სიტყვა) ელექტრონულ მისამართზე info@mepa.gov.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 01.07.2018. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 15 ივლისს.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვისათვის უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა იყოთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტი ან კურსდამთავრებული; უნდა გამოირჩეოდეთ/გამოირჩეოდით მაღალი აკადემიური მოსწრებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics