|
2018-06-22 16:32:00, 769 ნახვა
საზოგადოება
„არა ბულინგს!“ - 24 ივნისს, ვაკის პოლიციის განყოფილებასთან აქცია გაიმართება
„არა ბულინგს!“ - ამ ლოზუნგით 24 ივნისს, 17:00 საათზე, ვაკის პოლიციის განყოფილებასთან აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შაკო კუჭაშვილის საქმეზე, რომელმაც მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, გამოძიება ჭიანურდება და შესაბამისი მოქმედებები აღარ მიმდინარეობს. „უკვე 3 კვირა გავიდა მას შემდეგ რაც, შაკო კუჭაშვილმა მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები "ჟურნალისტ" ელისო კილაძის შვილ დავით ხარშილაძესგან მიიღო, გამოძიება გაჭიანურდა და შესაბამისი მოქმედებები აღარ მიმდინარეობს! თუ აცნობიერებ შენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლიბას, მომავალი თაობის წინაშე! თუ ხარ მომავალი თაობა და თვლი,რომ აღნიშნული ქმედება კილაძეების ოჯახის მხრიდან,არის პროგრესული ახალგაზრდის ბულინგი და შეიძლება შემდეგი შენ იყო! თუ გინდა იცხოვრო, დეზინფორმაციის გარეშე! გინდა ობიექტურება! მოდი კვირას, 24 ივნისს, 5 საათზე , რამიშვილის 31ში - ვაკის პოლიციასთან!“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში დაიგეგმა: https://www.facebook.com/events/2147885782119083/
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)