06:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 13:24:27, 2013 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ივლისში შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ივლისში შეხვდება, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრის ჩატარების ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით შეხვედრა შესაძლოა ბრიუსელში, ნატოს სამიტის დაწყებამდე, 11-12 ივლისს ჩატარდეს; ხოლო მეორე ვერსიით - 13 ივლისს, მას შემდეგ რაც ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს დაასრულებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის გარეტ მარკიზის განცხადებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რუსეთში გაემგზავრება და ლიდერების შეხვედრის დეტალებს განიხილავს. თავის მხრივ კრემლის მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნატო-ს სამიტამდე პრეზიდენტების შეხვედრა უარყო, თუმცა აშშ-ის მრჩევლის ვიზიტი რუსეთში დაადასტურა.

ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის "დიდი 20"-ის სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გაიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics