|
2018-06-20 11:02:29, 589 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ე.წ. წითელი ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება
დედაქალაქის მერია ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის - ე.წ. წითელი ბაღის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც 25 ივნისს დასრულდება. „ქალაქში მწვანე სივრცეები აუცილებელია. ამ მიმართულებით გამგეობები მუშაობენ და ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერის რეაბილიტაცია ხდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაც. ასევე, გამოცხადებული გვაქვს „წითელი ბაღის“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი, რომელიც 25 ივნისს დასრულდება და ჩვენ ამ ბაღის რეაბილიტაციას შევუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება, რომელიც დაახლოებით, 35 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის“ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინო-თეატრი და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. „პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი, პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, რასაც მივესალმებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქსისს“ თანადგომისთვის და მივმართო ბიზნესსექტორს, მხარში დაგვიდექით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი კომპანია გამოგვეხმაურება და ერთად შევძლებთ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის გარშემო 700-მეტრიანი ველობილიკიც მოეწყობა. ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია ხუთ თვეში დასრულდება.
(NS)
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)