10:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 18:33:12, 694 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

როგორც თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ მთავრობა ბახტაძის მეთაურობით ქვეყნის წინსვლას და განვითარებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბატონი მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ. გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე გასული წლის 13 ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics