18:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 15:13:53, 778 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

13 ივნისს, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს, სრჯან დარმანოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გადავიდეს ახალ ეტაპზე. 
მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო ქვეყანის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების გატარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული გამოცდილების გაზიარება. 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი წინაპირობაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესების, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნა.  

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმი, ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. 

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გამოიკვეთება თანამშრომლობის პერსპექტივა სხვადასხვა სექტორში.
 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics