|
2018-06-13 15:09:57, 588 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით აჭარაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრმა” ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები აჭარის საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის გამართა. ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ტრეფიკინგის შესახებ აჭარის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, რაც ერთ-ერთი ძირითადი პრევენციული ღონისძიებაა ადამიანით ვაჭრობისგან თავის დასაცავად. შეხვედრებზე განიხილეს, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საინფორმაციო სტრატეგია. სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ შესაბამისი მასალები, რომლებსაც ისინი პრაქტიკაში, უშუალოდ, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ცნობიერების გაზრდის მიზნით გამოიყენებენ. პედაგოგები დეტალურად გაეცნენ ტრეფიკინგის საფრთხეებს, დანაშაულის პრევენციისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოში არსებულ სერვისებს. საინფორმაციო შეხვედრები აჭარის ა/რ ექვსივე საგანმანთლებლო რესურსცენტრში (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი) ჩატარდა. ასევე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდული პროგრამის - „SKYE კლუბის“ მონაწილეებისთვის. შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლებსაც 140 მონაწილე დაესწრო.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)