19:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 15:33:15, 967 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული აქციის სამი მონაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო.

მას შემდეგ, რაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, კუპრავა, ზაზა სარალიძე და მათი მხარდამჭერები სასამართლოს სასადილოში ჩავიდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, მათთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კუპრავას დარბაზში ასვლა სთხოვეს. საპასუხოდ, კუპრავამ მათ უთხრა, რომ დარბაზში სადილის დასრულების შემდეგ ავიდოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს და ის დარბაზში იძულებით აიყვანეს.

აღნიშნულს მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შედეგადაც სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

მომხდარი ზაზა სარალიძემ გააპროტესტა:

„3 საათამდე  მისცა მოსამართლემ დრო, გამოუშვეს, დართეს ნება საჭმელი რომ გვეჭამა. ვჭამდით და დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი.  მოსამართლემ გამოგიძახაო სასწრაფოდო, კუპრავას მოთხოვეს. რაღაცა „მოეპრიანათ“, არ აცადეს. აი გახარიას უწყება, შენი დედაც.  ხალხო, ტვინი არ გაქვთ არცერთს თავში. ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცადეს ამ ნაძირლებმა. მკვლელები ხართ სულ ყველა“,- განაცხადა სარალიძემ ინციდენტის შემდეგ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics