05:46 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 16:42:27, 1092 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში წელს უკვე მეორედ პროექტი „არქივის ღია კარი“ განხორციელდა

არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში წელს უკვე მეორედ განხორციელდა პროექტი „არქივის ღია კარი".

ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„არქივის ღია კარის" მოიცავდა სპეციალური ტურს, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლებმა იხილეს წერილობითი დოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავები, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახები, საგამოფენო პავილიონი. ტურის ბოლოს გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკის ჩვენება ეროვნული არქივის კინოდარბაზში.

ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევრებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ. „არქივის ღია კარი" წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოხვდეს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავებში.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics