03:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 14:34:27, 2829 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: ირანის შესაძლო იერიშის შემთხვევაში ნატო ისრაელს არ დაეხმარება

ირანის შესაძლო იერიშის შემთხვევაში ნატო ისრაელს არ დაეხმარება- ამის შესახებ   ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

Spiegel-ის ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ალიანსს ისრაელთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ნატოს შეთანხმება მხოლოდ მისი წევრების დაცულობის გარანტიაა. კოლექტიური თავდაცვის გამოყენებაზე, რაზეც შეთანხმების მე-5 თავშია საუბარი ისრაელზე არ ვრცელდება. 

სტოლტენბერგის თქმით, ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში სირიამ ისრაელი სარაკეტო იერიშში დაადანაშაულა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ისრაელმა ღიად განაცხადა და არაერთხელ გააფრთხილა ირანი, რომ აღარ მოითმენს მეზობელ სირიაში ირანის აქტივობებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics