00:17 - 22 Jul, 2026
|
2018-06-01 11:39:25, 1123 ნახვა
საზოგადოება
გამრეკელის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ბავშვებისთვის საქანელები დამონტაჟდა. ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოეწყო. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, მათ უკვე კეთილმოწყობილ სკვერში დასვენების საშუალება აქვთ”, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 365 ლარი გამოიყო. პროექტი გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)