|
2018-06-01 01:21:53, 1602 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს უნდობლობას უცხადებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიზე გიორგი გახარიას უნდობლობას უცხადებს. სარალიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა და მისი გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. „კვირიკაშვილმა თქვა რომ გახარიას უწყება გამოიძიებს ამ საქმეს. ორი თვის წინ მე მივმართე ბატონ გიორგი გახარიას ტელევიზიით, რომ მინდოდა მასთან შეხვედრა და გამეიარებინა ჩემი ეჭვები ამ საქმესთან დაკავშირებით. მან მე არ მომისმინა და არც მიმიღო. ამის მერე ვენდო გახარიას უწყებას? ველოდები შემდეგ განცხადებას პრემიერის გადადგომის შესახებ. გადადგეს პრემიერი! მათ ისევ სურთ რომ ჩვენ მოგვატყუონ, გადადგეს პრემიერი და დაიშალოს მათი სისტემა“,- მიმართა სარალიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ცნობისთვის, პრემიერმა განაცხადა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებას გიორგი გახარია უხელმძღვანელებს და ამ პროცესს თავად გააკონტროლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)