|
2018-05-31 22:01:14, 1116 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეები ადგილზე კარვების გაშლას გეგმავენ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ულფებადამცველმა ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში პარლამენტთან კარვები მიიტანონ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის დაპატიმრებაა. ისინი რამდენიმე პირის გადადგომას ითხოვენ, მათ შორის მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის. ამასთან, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და მან პასუხი უნდა აგოს. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. რუსთაველის გამზირი ხალხმრავლობის გამო სრულად გადაიკეტა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმის ავტობუსები დგას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)