12:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 10:11:31, 1315 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების საკითხს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 11:00 საათზე, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს განიხილავს, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ეხება.

როგორც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მას აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში.

„მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება. სხვა რა ლოგიკა შეიძლება, განავითაროს სასამართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics