03:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 05:02:59, 1918 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 550 კი, დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 550 ადამიანი კი, დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ თურქულენოვანი ბიურო ავრცელებს.

ყველაზე მეტად დაზარალდა ელაზიღისა და მალათიის პროვინციები. დანგრეულია ათეულობით შენობა.

როგორც ცნობილია, ორი ადამიანი სტიქიის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

კრიზისების მართვის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის მთავრობის მთავრობის განცხადებით, აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც მოჰყვა 97 განმეორებითი ბიძგი.

სტიქიური ზონაში მუშაობენ მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics