|
2018-05-28 16:39:00, 1280 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთში
პოლონეთის ქალაქ ტორუნში ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „ქართული ღვინო პოლონეთში“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera” იყო. დეგუსტაციაზე მოწვეული იყვნენ პროფესიონალები: ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები, ღვინის ბლოგერები, სულ 30-მდე სტუმარი. ტორუნი ქართული ღვინისთვის ძალიან პერსპექტიული ადგილია, რადგან ეს ქალაქი ითვლება პოლონეთის ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად. 1997 წელს ტორუნი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინოები, როგორ კლასიკური წესით დამზადებული, ისე ქვევრის ღვინოები. ქართული ღვინის პრეზენტაციას „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)