13:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 11:09:08, 1247 ნახვა

პოლიტიკა
„რთული იყო საბჭოთა მმართველობის დროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“ - იანოშ ჰერმანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუბილეს ულოცავს

ევროკავშირის ელმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ქართულ ენაზე მიულოცა.

შესაბამისი მილოცვა ელჩის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. 

"საქართველოში ვიცხოვრე და კარგად მესმის ის გრძნობები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს აღნიშნავენ. ამ გრძნობებს ვიზიარებ. ვიზიარებ, მათ იმიტომაც, რომ მესმის რამდენად რთული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის საბჭოთა მმართველობის დროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ძალიან მყარ საფუძველზე აღდგენა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ევროკავშირში ძალიან ვამაყობთ, რომ შევძელით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაგვეჭირა და ასევე იმ ძალისხმევით, რაც მას შემდეგ საქართველომ გააკეთა ქვეყნის მოდერნიზებისა და ევროკავშირთან დასაახლოვებლად. ვგრძნობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს, იმით რაც მიღწეულია და ყველა მოქალაქეს აქვს მყარი საფუძველი მომავალ საუკუნეს ოპტიმიზმით შეხედოს. ამ აზრებით მინდა შემოგიერთდეთ ამ დღის აღსანიშნავად. ვულოცავ საქართველოს პირეველი რესპუბლიკის 100 წლის თავს", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა ვიდეო მიმართვაში. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics