23:11 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 11:01:46, 882 ნახვა

სამხედრო
წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ერთდროულად 6 ადგილას გაიმართება

წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია წელს, ერთდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში გაიმართება.

12:00 საათზე სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი დადებს.

ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იქნება წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იქნებიან იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით.

ფიცის დადების ცერემონიალს ლიტვიდან მოწვეული ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიალს გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics