11:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 18:46:52, 1630 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: დღეს ბაზარი საჭიროებს ახალი თამაშის წესებს

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს, აეკრძალება ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან.

"ძალიან ხშირად, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმების დათვლა ხდებოდა სესხის საერთო და არა დარჩენილი თანხიდან. ახალი რეგულაციით, ყველა ვალდებული იქნება ჯარიმა დაითვალოს დარჩენილი თანხიდან. ადამიანს, როდესაც 1000 ლარი აქვს სესხი აღებული და 800 ლარი აქვს გასტუმრებული, 1000 ლარიდან არ უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრება, რადგან ეს არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა,  განსახილველად წარედგინება პარლამენტს.

„ჩვენი სურვილია, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, კონკრეტულად, პირველი ივლისიდან, ვინაიდან დღეს ბაზარი საჭიროებს ახალი თამაშის წესებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics