19:00 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 11:59:10, 1203 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.  ლექციის თემას წარმოადგენდა - საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლიდან დღემდე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად,  დევნილ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ 400-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ.

თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით, დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტაჟირება გაიარონ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics