12:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 09:34:31, 379 ნახვა

პოლიტიკა
”ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატები განცხადებას დღეს გაავრცელებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე მისი და მისი კოლეგების მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც ხაჩიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დღეს გამოქვეყნდება განცხადება, სადაც იქნება განმარტება იმ მიზეზებზე, რის გამოც მან და მისმა რამდენიმე კოლეგამ პარტია დატოვა.

„მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების „ნაციონალური მოძრაობადან'" წამოსვლას მოჰყვა.

უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც - იაფფასიანი სისულელე.

ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასააზრებული ნაბიჯი.

როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა - „ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე."

დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. წინ მნიშვნელოვანი საქმეებია“, - წერს გოგა ხაჩიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics