03:10 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 20:39:20, 1567 ნახვა

საზოგადოება
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მეტროს მემანქანეები 3 ივნისს გაფიცვას გეგმავენ

მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრისა“ და „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მეტროს მემანქანეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ შრომის პირობებიდან გამომდინარე, მათი ხელფასების 45%-ით გაზრდა უნდა მოხდეს. მათ ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება არ აქვთ.

მეტროს მემანქანეებს და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის დავა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ვერ შედგა, მეტროს მემანქანეებმა 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვის უფლება მათ 3 ივნისამდე შეეზღუდათ. ამის შემდეგ, 21 მაისს სასამართლომ მემანქანეებს „სამუშაო საათების განმავლობაში“ გაფიცვაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ შეუზღუდა, თუმცა ამჯერად, განუსაზღვრელი ვადით.

შეგახსენებთ, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მათთვის ხელფასების მომატება არ იგეგმება. ამასთან, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 30 აპრილს 2013 წლის შემდეგ მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკა გაასაჯაროვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics