00:23 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 00:11:50, 1678 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრთან შეხვედრა დასრულდა - წიქარიშვილის განცხადებით, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა

შინაგან საქმეთა მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ აქციის ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა

„პირველი რაზეც შევთანხმდით, ხვალ 10 საათიდან მასთან ერთად განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს და ის მზადაა, ვინც ჩაიდინა იქ გადაცდომები, პასუხი აგოს ყველა პირმა. საუბარია მაღალჩინოსნებზე. მივიღეთ დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა და იქნება უახლოეს დღეებში კონკრეტული პროგრესი. მინისტრმა გვითხრა, რომ მზადაა, პირადადაც განაცხადოს ამის შესახებ საჯაროდ“, - განაცხადა წიქარიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შემოთავაზების მიღება მიზანშეწონილი იქნება.

აღნიშნულმა აქციის მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს.

ჯერჯერობით უცნობია, შეწყდება თუ არა აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარლამენტის შენობასთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics