21:54 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 18:48:41, 1648 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს.

პოლიცია გზის სრულად გადაკეტვაზე თავდაპირევლად უარს ამბობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა, სამართალდამცველებმა მათ გზის დაკავების უფლება მისცეს.

ადგილზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეკრებილი. ისინი წუხელ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics