21:54 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 17:58:06, 1357 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის უფროსმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვაზე უარი უთხრა

საპატრულო პოლიციის უფროსისა და პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბექა წიქარიშვილის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, პოლიციას გზის სრულად გადაკეტვა სთხოვეს, თუმცა მისი თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ გზის სავალი ნაწილის სრულად დასაკავებლად ხალხის საკმარისი რაოდენობაა.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ“, - აღნიშნა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დატოვონ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics