|
2018-05-11 12:03:09, 1541 ნახვა
საზოგადოება
TI - გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა. კერძოდ, კითხვაზე - ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ? - 48% აცხადებს, რომ უარესობისკენ შეიცვალა, 28%-ის აზრით უკეთესობისკენ, 16%-მა აღნიშნა, რომ არ შეცვლილია, 8%-მა კი, პასუხზე უარი განცხადა. რაც შეეხება დაფინანსებას, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს, 30%-ს თქმით, არ უნდა ფინანსდებოდეს, ხოლო 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. გარდა ამისა, კვლევი მიხედვით, გამოკითხულთა 40%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, 52% კი არჩევს, რომ ეს საჯაროდ არ განიხილონ. ამასთან, 2%-მა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერის იცის, 6%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)