19:55 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 17:04:35, 1371 ნახვა

საზოგადოება
ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზაზე ფერმერებისთვის და აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის ბადრიჯნის და პომიდვრის კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩატარდა.

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მყნობის პროცესში.

ფერმერებმა და სტუდენტებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ფერმერებისთვის უფასო სასწავლო კურსებს პერიოდულად ატარებენ. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics