00:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 11:56:02, 2597 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ავიაციამ სირიაში ირანის ათობით ობიექტზე იერიში მიიტანა

სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ სირიაში ირანის ათობით ობიექტზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ აღნიშნული იერიში ლიბანის საჰაერო სივრციდან განახორციელა.

ოფიციალურ დამასკოში განაცხადეს, რომ ისრაელის რაკეტების უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია და მათი ჩამოგდება მოხერხდა.

მედიის ცნობით, ისრაელს იერიშის მიტანა ფორმირება "ალ-კუდსზე", ასევე ირანის სამხედრო ბანაკზე, სათვალთვალო პუნქტებზე და ასევე ფორმირებების სხვადასხვა სამხედრო პოზიციებზე სურდა.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ოფიციალურ თეირანს სირიაში "ძალიან საშიში იარაღის განლაგება სურს, რათა ისრაელი გაანადგუროს".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics