10:25 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 17:48:07, 1692 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერად დანიშვნა მიულოცა, - შესაბამისი მილოცვა კვირიკაშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"საქართველო მხარს უჭერს და გვერდში უდგას მოძმე სახელმწიფოს, სომხეთს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება", - წერს გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. ფაშიანიანის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ,  რომ სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა. პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი, ისინი ფაშინიანის არჩევას ზეიმობენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics