18:05 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 14:49:13, 1653 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი კიბერთავდასხმის შემდეგ, მომხმარებლებისთვის ხელმწისაწვდომია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი (www.gcaa.ge) კიბერთავდასხმის შემდეგ, მომხმარებლებისთვის ხელმწისაწვდომია. 

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  სააგენტოს სერვერზე 2 მაისს განხორციელებულ კიბერ შეტევას უწყების საქმიანობის შეფერხება არ გამოუწვევია.

"ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა სარეზერვო ფაილების ჩატვირთვა სისტემაში. აგრეთვე შაბათს დილიდან, შეუფერხებლად მუშაობს სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი. მომხდარ ფაქტზე ოპერატიული რეაგირების შედეგად, მყისიერად განხორციელდა ოპერატორების, მათ შორის ავიასაწარმოების, ქართული და უცხოური ავიაკომპანიების, აეროპორტების და საშუამავლო კომპანიების ინფორმირება. სააგენტოს მიერ, ავიასაწარმოებზე ზედამხედველობა, საავიაციო ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემა და სხვა მომსახურებების გაწევა უწყვეტად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics