02:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 11:18:23, 2292 ნახვა

ეკონომიკა
იაპონიის საპორტო ქალაქ ფუკუოკაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიის საპორტო ქალაქ ფუკუოკაში, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება, ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი  მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში იყო. ქართული ღვინის დეგუსტაციას  ასევე იაპონელი ტოპ-სომელიე  ჰიროში იშიდა უძღვებოდა.

დეგუსტაცია-სემინარს 100-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო: სომელიე, ღვინის იმპორტიორი, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენელი.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი" (რქაწითელი სუპერიორი), „შალაურის ღვინის მარანი" (რქაწითელი, მწვანე), „შუმი" (ხაზი „იბერიული" - მწვანე, მუკუზანი), „გიუაანი" (საფერავი ბარელი) და „ორგო" (საფერავი).

ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იყო იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა, შემდგომში ექსპორტის ზრდის მიზნით.

პრეზენტაციის მონაწილე რამდენიმე სტუმარმა იმ დღესვე გამოხატა მზადყოფნა, ჩართოს ქართული ღვინო მათი რესტორნების მენიუში.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 73 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 139%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics