15:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 16:21:59, 1736 ნახვა

საზოგადოება
2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია

2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია. კერძოდ, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 37.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რაც 22.1%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2018 წლის პირველი კვარტლის მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი შეადგენს 19.4%-ს.

2018 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად ექსპორტირებულია: სპირტიანი სასმელები, თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი და სხვ.

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან, სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 6.3 მლნ აშშ დოლარით (112%), რაც ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორია, ღვინის ექსპორტი გაიზარდა 1.9 მლნ აშშ დოლარით (62%),  მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა 0.7 მლნ აშშ დოლარით (21%), ხოლო გადამუშავებული თხილის ექსპორტი გაიზარდა 0.6 მლნ აშშ დოლარით (37%).  

2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ძირითადად გაიზარდა ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთში (2.7-ჯერ და 6.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ლიტვაში (19%-ით და 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ესპანეთში (3.5-ჯერ და 3.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და ნიდერლანდებში (33%-ით და 3.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა). 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics