|
2018-05-01 10:36:14, 1939 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის შესახებ პოპულარულ ჟურნალ „Food and Wine“-ში სტატია დაიბეჭდება
აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მრავალტირაჟიან და პოპულარულ ჟურნალ „Food and Wine"-ის 2018 წლის ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდება. ამ მიზნით, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჟურნალ „Food and Wine"-ის აღმასრულებელი რედაქტორი რეი აილი (Ray Isle) და ჟურნალის ფოტოგრაფები იმყოფებოდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, „Food and Wine"-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა მოინახულა ღვინის მწარმოებელი მცირე და დიდი მარნები ქართლსა და კახეთში და ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნო. „სტატია ეხება როგორც ქართულ ღვინოს, ასევე ქართული სამზარეულოს, თუ როგორ ეხამება ისინი ერთმანეთს და როგორი განუყოფელია ერთმანეთისგან. მე დიდი ხანია ღვინოებზე ვწერ და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო 4-5 წელია გაჩნდა ამერიკის სომელიეთა და რესტორნების საზოგადოებაში. მე გამისინჯავს ქართული ღვინო, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ქართული ღვინის საწარმოში და არც ამ ქვეყანაში, არ მინახავს როგორ ამზადებენ ამ ღვინოს, არ ვყოფილვარ ვენახში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ხალხი გაიცნობს ქართულ ღვინოს და სამზარეულოს და გაიგებს მის მშვენიერებას" - აღნიშა მან. რეი აილი პირველად სტუმრობდა საქართველოს და როგორც თავად აცხადებს, აშშ-ში შთაბეჭდილებებით ბრუნდება. „მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ადამიანებია, აქაური კულტურა, ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, გახსნილია ვიზიტორებისთვის, რომლებიც საქართველოში მის შესაცნობად ჩამოდიან, რითაც საქართველომ უნდა იამაყოს. აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, სადღეგრძელოების ტრადიცია, სტუმრის პატივისცემა, მიპატიჟება, ასეთი რამ შეერთებულ შტატებში არ არის, სასიამოვნოა იყო ამ ყველაფრის ნაწილი", - განაცხადა მან. „Food and Wine"-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი შეადგენს 925 ათასს თვეში, ხოლო მიმდევარი სოციალურ მედიაში 2,3 მილიონს აჭარბებს.
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)