01:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 18:48:36, 2294 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც დღეს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვაჟიშვილთან ერთად ეწვია.

მარკეტზე 30-მდე მეტ კომპანიასა და ინდმეწარმეს ჰქონდა საკუთარი პროდუქცია გამოტანილი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა მარკეტზე წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, ესაუბრა მეწარმეებს და რამდენიმე სახეობის, სხვადასხვა ქართული პროდუქტიც შეიძინა.

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გამართული მარკეტის მიზანი ქართველი მეწარმეების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. მარკეტზე  წარმოდგენილია ჩვენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის  სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, აქსესუარები და სასურსათო პროდუქცია. მარკეტი მეიდანზე 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics