20:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 13:26:42, 2420 ნახვა

მსოფლიო
Anadolu - აზერბაიჯანმა თურქეთს გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი გადასცა

აზერბაიჯანმა თურქეთს ძებნაში მყოფი პირი გადასცა, რომელიც მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერია, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში თურქეთის მოქალაქე მ.ჯ. აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ის დააკავეს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოგვიანებით მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის ცნობით, აღნიშნულ საქმეში ინტერპოლიც იყო ჩართული. ინტერპოლის თანამშრომლებმა ბრალდებული ათათურქის სახელობის აეროპორტში მიიყვანეს, სადაც ის ადგილობრივ სამართალდამცველებს გადასცეს. ის ვიდეოკონფერენციის ფორმატში დაიკითხა, რის შემდეგაც ციხეში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და ამერიკისგან მქადაგებლის ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი გიულენის გადაცემაზე უარს ამბობს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics