11:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 13:22:59, 1661 ნახვა

კომენტარი
ცესკო - ამ ეტაპზე ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დარღვევები არ დაფიქსირებულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქებში დარღვევები არ დაფიქსირებულა და არც ერთი საჩივარი არ არის დაწერილი.

ამასთან, მიქელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვანში, #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას საკონტროლო ფურცლის გარეშე აპირებდა.

„რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და საარჩევნო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კერძოდ, სანამ პირველი ამომრჩეველი შეავსებდა საკონტროლო ფურცელს, რიგში მყოფმა დანარჩენმა მოქალაქეებმა გამოთქვეს ხმის მიცემის სურვილი. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ამომრჩევლის მიერ საკონტროლო ფურცლის შევსების პროცესში კომისიამ დანარჩენ მოქალაქეებს სთხოვა მოცდა. მას შემდეგ, რაც შეივსო საკონტროლო ფურცელი და პირველმა მოქალაქემ განახორციელა ხმის მიცემა, ამის შემდეგ სხვა დანარჩენ ამომრჩევლებს მიეცათ ხმის მიცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics