22:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 13:02:23, 1868 ნახვა

სამართალი
კასპში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა და ოჯახის ორ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა ისინი რამდენიმე საათში სახლში გაწერეს. 

თავდამსხმელებმა სახლიდან ფული და ძვირადღირებული ნივთები წაიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული ხუთიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics