17:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 12:31:40, 2185 ნახვა

მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციას სამხედროების ნაწილი შეუერთდა (LIVE)

ერევანში ანტისამთავრობო აქცია განახლდა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მსვლელობას ერთდროულად დემონსტრანტების რამდენიმე ჯგუფი მართავს. ერთ-ერთი აქცია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტებმა დაიწყეს. ამასთან, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლა შეწყვიტეს და ცენტრალური მოედნისკენ მიემართებიან.

სომხური გამოცემა, Hetq.am იტყობინება, რომ რამდენიმე სტუდენტი პოლიციამ უკვე დააკავა.

მედიის ცნობით, აქციას ასევე სამართალდამცველები და სამხედროებიც შეუერთდნენ. ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული.

ადმინისტრაციული შენობებისკენ მიმავალი გზა პოლიციამ გადაკეტა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, სომხეთის ოპოზიციის ლიდერის პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics