22:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 20:02:46, 1835 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე სარეიტინგო კომპანია Moodys-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მმართველ დირექტორს  ალესტერ ვილსონს (Alastair Wilson)  შეხვდა. 

შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკაში არსებული დადებითი დინამიკა, პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის სტრუქტურული რეფორმები განიხილეს, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლის მიზანია, ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება,  ფინანსების, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პოტენციალის გაძლიერება.

საუბარი, ასევე, შეეხო საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივა, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები.

ამჟამად, სარეიტინგო კომპანია Moody's-ის რეიტინგში საქართველოს  Ba2 სტაბილური აქვს მინიჭებული. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics