15:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 12:52:06, 2233 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში „კოზანოსტრას“ ლიდერის, მატეო მესინა დენაროს გარემოცვის 22 წევრი დააკავეს

იტალიის პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა სიცილიაზე მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ტრაპანის პროვინციაში, „კოზანოსტრას“ ლიდერის, მატეო მესინა დენაროს გარემოცვის 22 წევრი დააკავა.

„რია ნოვოსტი“  ცნობით, ოპერაცია ქალაქ პალერმოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. პალერმოს პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებამ „კოზა ნოსტრას“ ცალკეულ ლიდერებს შორის კავშირები გამოავლინა და ე.წ. დაშიფრული გზავნილები აღმოაჩინა, რომლებსაც დენარო მაფიის სხვა ლიდერებს უგზავნიდა.

56 წლის მატეო მესინა დენარო, მეტსახელად „მჭლე“, მსოფლიოს ათი ყველაზე საშიში დამნაშავის სიაშია.  წლების განმავლობაში ის სიცილიაში მოქმედ რამდენიმე გავლენიან დანაშაულებრივ ჯგუფს მეთაურობდა და 2006 წლის აპრილში „კოზა ნოსტრას“ „ნათლიმამის“, ბერნარდო პროვენცანოს დაკავების შემდეგ დაჯგუფების ახალი ლიდერი გახდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics